2018-01-05
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge), 2013 წლის 1-ელ აგვისტოს გამოქვეყნებულ შ.პ.ს „კავკასუს ონლაინის“ მიერ ინტერნეტის გლობალურ რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადებაში, 2015 წლის 1-ელ მარტს და 2017 წლის 1-ელ ივნისს ინტერნეტის გლობალურ რესურსთან დაშვების ამავე შეთავაზების წინადადებაში შეტანილ ცვლილებებში (ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მოწვევის ოფერტა“) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
- შეიცვალოს მოწვევის ოფერტის დანართი #1 მთლიანად და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ ინტერნეტის გლობალურ რესურსთან დაშვების მომსახურების ტარიფები და ურთიერთჩართვის წერტილ(ებ)ში ტექნიკური საშუალებების გამოყენებული ინტერფეისების აღწერილობა:
 
| 
 ინტერნეტის გლობალურ რესურსთან 1მბ/წმ გამტარუნარიანობის სიმძლავრით დაშვების საფასური ლარში, დღგ-ს გარეშე  | 
 ინტერნეტის გლობალურ რესურსთან დაშვებისათვის მოთხოვნილი გამტარუნარიანობის სიმძლავრის მოცულობა გამოხატული მბ/წმ ერთეულში  | 
 ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების ურთიერთჩართვის წერტილ(ებ)ში ტექნიკური საშუალებების გამოყენებული ინტერფეისი და ტექნოლოგია  | 
| 
 19  | 
 1-50  | 
 100 მბ/წ  | 
| 
 18  | 
 51-100  | 
 100 მბ/წ  | 
| 
 17  | 
 101-200  | 
 1 გბ/წ  | 
| 
 16  | 
 201-500  | 
 1 გბ/წ  | 
| 
 15  | 
 501-1000  | 
 1 გბ/წ  | 
| 
 14.5  | 
 1001-10000  | 
 10 გბ/წ  | 
ამ დოკუმენტით განსაზღვრული ცვლილებები ძალაში შედის 2017 წლის 30 დეკემბრიდან