+995 32 220 00 00

კომპანია

პროექტები

  • მათემატიკის ოლიმპიადის მხარდამჭერი

    მათემატიკის ოლიმპიადის მხარდამჭერი

    კავკასუს ონლიანი

    ინტელექტის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში "კავკასუს ონლაინის" მხარდაჭერით პირველად საქართველოს მასშტაბით მათემატიკის ოლიმპიადა ჩატარდა. ოლიმპიადაში საქართველოს სხვადასხვა სკოლის ყველა ასაკის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა; დაჯილდოვების ცერემონიალი 3 ივლისს გაიმართა. "კავკასუს ონლაინს" თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს მასშტაბით ჭკვიანი ბავშვების აღმოჩენაში და მომავალი თაობების წარმატებაში;

  • ინტელექტის პროვაიდერი საქართველოში

    ინტელექტის პროვაიდერი საქართველოში

    კავკასუს ონლაინი

    ინტელექტის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში 2011 წლის გაზაფხულიდან “კავკასუს ონლაინი” ინტელექტ-კლუბის “რა? სად? როდის?”გენერალური სპონსორია; კომპანია ასევე უზრუნველყოფს კლუბის უწყვეტ ინტერნეტ კავშირს; ყველა თამაშზე კომპანიის წარმომადგენელი ასახელებს "კავკასუს ონლაინის" რჩეულს და მას ოპტიკური ინტერნეტის ერთწლიანი პაკეტით ასაჩუქრებს, ხოლო სერიის ფინალურ თამაშზე მთელი სერიის საუკეთესო მოაზროვნეს ან ტელემაყურებელს ინტერნეტისა და IP ტელევიზიის ერთწლიან პაკეტს გადასცემს. “კავკასუს ონლაინის” რჩეულები უკვე გახდნენ გადაცემის სარედაქციო ჯგუფის ხელმძღვანელი ლაშა კილაძე, მოაზროვნეები ირინა ფრუიძე და გიორგი ბაქრაძე, ტელემაყურებლები არჩილ აქიმიძე, მაია ხორგუაშვილი და სოფიო ჯობავა.

  • “რა? სად? როდის?”

    “რა? სად? როდის?”

    სამხრეთ კავკასიის ჩემპიონატი

    “კავკასუს ონლაინი”-ს ინიციატივით, 29-31 ივლისს ბათუმში სამხრეთ კავკასიის მე-13 ჩემპიონატი ჩატარდება ინტელექტუალურ თამაშში “რა? სად? როდის?”, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მოაზროვნეები არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ჩემპიონატზე გათამაშდება “კავკასუს ონლაინი”-ს დიდი თასი და ეს თასი გარდამავალი იქნება. წელს ფესტივალს ეყოლება ავტორიტეტული და ვარსკვლავური ჟიური, რომელსაც უხელმძღვანელებს ყველა დროის უძლიერესი მოაზროვნე ალექსანდრ დრუზი.

  • კინოფესტივალი “ამირანი”

    კინოფესტივალი “ამირანი”

    კავკასუს ონლაინი

    "კავკასუს ონლაინი" თბილისის სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის “ამირანის” მხარდამჭერია. ფესტივალი 17-21 მაისს გაიმართა. წელს ფესტივალის ჟიურის წევრები იყვნენ ბოგდან ძივორსკი – პოლონეთი, ინეკე სმიტსი – ნიდერლანდები, დოვერ ქოსაშვილი – ისრაელი, ანდრეავინკი – გერმანია და ირა კუჭუხიძე-საქართველო. ფესტივალმა წელს არა მარტო რეგიონიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უმასპინძლა სტუდენტებს, ჟიურის წევრებმა კი მათთვის მასტერკლასები და პრეზენტაციები ჩაატარეს.

  • ჯგუფი “შინ”

    ჯგუფი “შინ”

    კავკასუს ონლაინი

    "კავკასუს ონლაინის" მხარდაჭერით, 4 იანვარს კლუბ “გურუში” “შინ”-ისა და მაია ბარათაშვილის კონცერტი გაიმართა, ასევე მოეწყო ფილმის პრეზენტაცია. "კავკასუს ონლაინი" ფილმის წარმდგენია და ევროპის ქვეყნებში ის "კავკასუს ონლაინის" ბრენდირებული შეფუთვით იყიდება.

  •  მარჯანიშვილის თეატრი

    მარჯანიშვილის თეატრი

    კავკასუს ონლაინი

    “კავკასუს ონლაინი ხელოვნებისათვის” ფარგლებში კომპანია მარჯანიშვილის თეატრს უწყვეტი ინტერნეტ კავშირით უზრუნველყოფს.

  • "მერკური 2011"

    ბიზნეს დაჯილდოება

    12 მაისს, "კავკასუს ონლაინის" მხარდაჭერით, პირველად საქართველოში, ეროვნული ბიზნეს დაჯილდოება მერკური 2011 გაიმართა. დაჯილდოვების ინიციატორი იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს საინვესტიციო სააგენტოსთან ერთად. ეროვნული ბიზნეს დაჯილდოვება ქართული ბიზნესის წარმოჩენის, წახალისების და პოპულარიზაციის მიზნით დაარსდა და ხელს უწყობს ადგილობრივი საქმიანი წრეების ახალ ინიციატივებს, ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, მათი საქმიანობის არეალის გაფართოებას და განვიათარებას.

  •  “კავკასუს ონლაინი” და “ბრავო რექორდსი”

    “კავკასუს ონლაინი” და “ბრავო რექორდსი”

    ლიცენზირებული მედია მონაცემები

    2011 წლის 21 ივნისს, 13 საათზე “კავკასუს ონლაინსა” და “ბრავო რექორდსს” შორის პარტნიორობისა და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმზე ხელმოწერით მხარეებმა გამოხატეს კეთილი ნება ერთობლივად დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის სფეროში, ითანამშრომლონ მეკობრეობისა და არალიცენზირებული პროდუქციის გავრცელების წინააღმდეგ, წარმართონ ერთობლივი საგანმანათლებლო და სოციალური პროექტები. ამავე მემორანდუმის ფარგლებში “კავკასუს ონლიანი” და “ბრავო რექორდსი” ლიცენზირებული მედია მონაცემების ერთობლივ ვებ პორტალს შექმნიან, რომელიც მუსიკალური სინგლების, ალბომების, კონცერტების, რინგტონების, კარაოკეს და ა.შ. ელექტრონულ გაყიდვას მოიცავს. მემორანდუმს ხელი მოაწერეს “კავკასუს ონლაინის” გენერალურმა დირექტორმა გია ადეიშვილმა და “ბრავო რექორდსის” პრეზიდენტმა ზაზა შენგელიამ.

  • ბიზნეს კურიერის თასი

    ბიზნეს კურიერის თასი

    კავკასუს ონლაინი

    "კავკასუს ონლაინი" წელს პირველად იყო ბიზნესკურიერის ტრადიციული სამთო-სათხილამურო ტურნირის გენერალური სპონსორი. ტურნირი ყოველწლიურია და მასში ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. პირველ ადგილზე გასული კოტე ბოკუჩავა (“სანტე”) "კავკასუს ონლაინმა" iPad-ით, ასევე ინტერნეტისა და IP ტელევიზიის ერთწლიანი პაკეტით დაასაჩუქრა.