ონლაინ დახმარება

დატოვეთ შეტყობინება

+995 32 220 00 00

ხშირად დასმული შეკითხვები

როგორ გავხდე კავკასუს ონლაინის მომხმარებელი? 

კავკასუს ონლაინის ნებისმიერი პროდუქტის შესაძენად საკმარისია დარეკოთ ტელეფონის ნომერზ 220 00 00. თქვენი მოთხოვნების გათვალისწინებით სასურველი სერვისისა და შესაბამისი საფასურის პაკეტის შერჩევაში ჩვენი ოპერატორი დაგეხმარებათ. 

რა დროა საჭირო იმისათვის, რომ გავხდე კავკასუს ონლაინის მომხმარებელი? 

კავკასუს ლინკის სერვისის სტანდარტული ინსტალაცია შეკვეთის დატოვებიდან მეორე დღესვეა შესაძლებელი და მაქსიმუმ 3 სამუშო დღეს მოიცავს. დსლ სერვისზე ინსატალაციის ვადა მკვეთრად განსხვავდება, რადგან ეს პროცესი დამოკიდებულია სატელეფონო წყვილის მფლობელ ოპერატორებთან ურთიერთობის აუცილებელ პროცედურებზე: ეს ვადა „ახალი ქსელების“ აბონენტებისათვის 10 სამუშაო დღეა, ხოლო „სილქნეტის“ აბონენტებისთვის 21 სამუშაო დღე.

ფასიანია თუ არა ზარი 2200000-ზე?

კავკასუს ონლაინში განხორციელებული ნებისმიერი ზარი უფასოა. იმის მიხედვით, თუ რომელი სატელეფონო ოპერატორის აბონენტი ხართ, მასთან თქვენი ვალდებულების და/ან ოპერატორებს შორის არსებული ურთიერთობის საფუძველზე თქვენ შესაძლებელია ოპერატორს უხდიდეთ 3 დან 6 თეთრამდე წუთში.

როდის წყდება მომსახურება და როგორ შეიძლება მისი აღდგენა?

კავკასუს ონლაინის ნებისმიერი მომსახურება მოქმედებს წინასწარი გადახდის პრინციპით – მომხმარებელი თანხას იხდის წინასწარ (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციებისა) და შემდგომ სარგებლობს გადახდილი თანხისა და ტარიფის შესაბამისად. მომსახურების შეწყვეტის თავიდან აცილების მიზნით სასურველია დროულად შეავსოთ ანგარიში.

ანგარიშზე თანხის ამოწურვის შემთხვევაში თქვენ შეგიწყდებათ მომსახურება; მომდევნო 10 დღის განმავლობაში სააბონენტო გადასახადის სრულად დაფარვის შემთხვევაში მომსახურება აღდგება. მნიშვნელოვანია, რომ ამ 10 დღიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებელს ერიცხება სერვისის შენარჩუნების ტარიფი – დღეში 50 თეთრის ოდენობით. თუ ამ პერიოდის ამოწურვამდეც არ მოხდა ანგარიშზე თანხის შეტანა და მომსახურების გააქტიურება, მომხმარებელი გადადის მომსახურების გაუქმების რეჟიმში. 

რა არის ტექნიკური პრობლემის მოგვარების პერიოდი და ამინაზრაურდება თუ არა ტექნიკური პრობლემით გამოწვეული შეფერხება?
 
ყველა ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრა მომსახურების ხელშეკრულებაში მითითებული ვადების დაცვით ხდება. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებაში მითითებული ვადა არ იქნა დაცული, გათიშვის ან ხარვეზით მოწოდებული მომსახურების პერიოდი სრულად აგინაზღაურდებათ.

რატომ ვერ ვიწერ ქართული/უცხოური სერვერიდან პაკეტით გათვალიწინე-ბული გარანტირებული სიჩქარით და რატომ იხსნება ზოგიერთი ვებ გვერდი უფრო ნელა ვიდრე სხვა?
 
გადმოწერის და ასევე ვებ გვერდის გახსნის სიჩქარე დამოკიდებულია როგორც თქვენთვის გამოყოფილი არხის გამტარუნარიანობაზე, ასევე გამცემი ანუ მომწოდებელი სერვერის შესაძებლობებზე. იმის გამო, რომ ინტერნეტში არსებული ვებ რესურსები განთავსებულია სხვადასხვა ტიპისა და გამტარუნარიანობის მქონე სასერვერო ბაზაზე, მომსახურების – გადმოწერის ან ვებ გვერდის გახსნის – სიჩქარეც განსხვავებულია.

მომსახურების შეფერხებისას ამინაზღაურდება თუ არა არასრული სერვისის ხარჯი ავტომატურად თუ მე, როგორც მომხმარებელმა ამასთან დაკავშირებით რაიმე უნდა მოვიმოქმედო?
 
თუ პრობლემა შეეხება მომხმარებელთა ჯგუფს (მაგ. მაგისტრალური კაბელის დაზიანება ან შენობის ავარიული გათიშვა) ანაზღაურების პროცესი ავტომატურია და თქვენ ამასთან დაკავშირებით მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მიიღებთ. იმ შემთხვევაში თუ ტექნიკური შეფერხება ფიქსირდება ერთეულ მომხმარებელთან და გათიშვის პერიოდი აღემატება მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პერიოდს, ანაზღაურების პროცესი არ არის ავტომატური და საჭიროა მომხმარებელმა დარეკოს ტელეფონის ნომერზე 220 00 00, რის შემდეგაც ხდება კონკრეტული მომხმარებლისათვის ანაზღაურების საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება.

რა ნომრიდან უნდა დავრეკო, რომ ჩემს ანგარიშთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მივიღო და ცვლილების შეტანის უფლება მქონდეს?
 
ნებისმიერი ცვლილების შესატანად (პაკეტის შეცვლა, საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლა/დამატება), კრედიტის გასააქტიურებლად თუ სერვისის დროებით შეჩერებისათვის უნდა დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე 220 00 00 იმ საკონტაქტო ნომრიდან, რომელიც ასახულია ჩვენს სააბონენტო საინფორმაციო ბაზაში. ფინანსური ინფორმაციის (მაგ. ბალანსის და შესაბამისი მომსახურების პერიოდის დადგენა) მისაღებად ამავე ნომერზე შეგიძლიათ სხვა ნომრებიდანაც დაგვიკავშირდეთ.

სტატიკურია თუ არა მომხმარებლის IP მისამართი და რატომ არ შეიძლება მისამართის მარტივად შეცვლა?
 
მომხმარებლის IP მისამართი არ არის სტატიკური. ამ ეტაპზე თითოეულ მომხმარებელს დინამიურად ენიჭება ერთი და იგივე IP მისამართი. იმის გამო, რომ IPv4 მისამართების მარაგი გლობალური მაშტაბით იწურება, ახლო მომავალში კავკასუს ონლაინის მომხმარებელი გადავა მისამართების სრულად დინამიურ განაწილებაზე. IP მისამართის მარტივად შეცვლა არ არის შესაძლებელი, რადგან ხშირად IP მისამართის შეცვლის მიზეზი არის მისი დაბლოკვა რომელიმე რესურსზე – ვებ გვერდზე/ სერვერზე.

რატომ ვერ ხერხდება კავკასუს ლინკზე სამეზობლო ქსელის მოწყობა?
 
კავკასუს ონლაინის მომსახურება არის გათვლილი ინდივიდუალურ მოხმარებაზე და მხოლოდ ამ პირობის დაცვის შემთხვევაში, კავკასუს ონლაინი იძლევა მომსახურების ხარისხის დაცვის გარანტიას. ინდივიდუალური პაკეტის გაყოფის შემთხვევაში მომხმარებელი მომსახურებას ხარვეზით მიიღებს.

რა განაპირობებს მაღალ პინგს ნებისმიერ სერვერზე?
 
სერვერზე მაღალ პინგს განაპირობებს შემდეგი ფაქტორები: გამოყოფილი არხის გადატვირთვა; ოპერაციული სისტემის გაუმართაობა, კერძოდ, ვირუსები; ოპერაციული სისტემის, ანტივირუსისა და ნებისმიერი პროგრამის განახლება ე.წ. Update; ტორენტის გამოყენება (რაც დატვირთვასთანაც არის დაკავშირებული); ასევე ლოკალურ ქსელში არსებული ქსელური მოწყობილობების გაუმართავი მუშაობა.

ფასიანია თუ არა კავკასუს ონლაინის ტექნიკოსის გამოძახება?
 
კავკასუს ონლაინის ტექნიკოსის გამოძახება ფასიანია; თუმცა, ზოგიერთი პაკეტი მომხმარებლისათვის ამ სერვისის უფასოდ მიწოდებას ითვალისწინებს.

კომპიუტერის შეცვლის შემდეგ რატომ არ ხდება კავკასუს ლინკის ავტომატური ამუშავება?
 
ტექნოლოგიური სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპიუტერმა რომ ქსელში იმუშაოს მისი უნიკალური მისამართი ჩვენს სააბონენტო მონაცემთა ბაზაში უნდა იყოს დარეგისტრირებული. შესაბამისად, კომპიუტერის შეცვლის შემთხვევაში რეგისტრაციის პროცედურის გავლა ახალი კომპიუტერისთვის აუცილებელია.

როგორია მომსახურების შეჩერების პირობები?
 
კავკასუს ონლაინის აბონენტებს სააბონენტო წლის განმავლობაში სერვისის 90 დღიანი დროებითი შეჩერებით სარგებლობა შეუძლიათ, აქედან 60 დღიანი შეჩერების სერვისი არის უფასო, ხოლო 30 დღე ფასიანი – ერთი დღის ღირებულება კი მხოლოდ 50 თეთრს შეადგენს.

რატომ უნდა გადავიხადო 20 ლარიანი ტარიფის შემთხვევაში ინსტალაციის საფასური 30 ლარი?
 
ინსტალაცია ნებისმიერ შემთხვევაში ფასიანია. შედარებით მაღალფასიანი პაკეტის არჩევის შემთხვევაში ინსტალაციის საფასური განაწილებულია სააბონენტო გადასახადში, ე.ი. ჩართვის საფასურს სააბონენტო გადასახადი მოიცავს.

შემოთავაზებული პაკეტებიდან რომელი ითვალისწინებს სამეზობლო ქსელის მოწყობას?
 
კავკასუს ონლაინის პაკეტები გათვლილია მხოლოდ ინდივიდუალურ მოხმარებაზე. სამეზობლო ქსელის არსებობის შემთხვევაში აუცილებლად შემცირდება ინტერნეტის სიჩქარე და შეიქმნება დისკომფორტი როგორც მეზობლისათვის, ასევე ძირითადი მომხმარებლისთვის.

აქვს თუ არა კომპანიას აქციები კავკასუს ლინკის პაკეტებზე?
 
კავკასუს ონლაინის მომსახურებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ აქციაზე ინფორმაცია შეგიძლიათ მოიპოვოთ ოფიციალურ ვებ გვერდზე ან კომპანიის გვერდზე ფეისბუქზე. მუდმივად მოქმედებს მნიშვნელოვანი ფასდაკლება სააბონენტო გადასახადის წინასწარ გადახდის შემთხვევაში, მაგ: მომსახურების 6 თვის საფასურის წინასწარ გადახდის შემთქვევაში ისარგებლებთ 10% იანი, ხოლო 1 წლის საფასურის გადახდის შემთხვევაში 20%–იანი ფასდაკლებით.

სთავაზობს თუ არა კავკასუს ონლაინი კავკასუს ლინკს მომხმარებელს რეგიონებში?
 
თბილისში უკვე დასასრულს უახლოვდება მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწყობის ანუ საჰაერო გაყვანილობის მიწისქვეშა არხებში ჩატანის პროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ კავკასუს ონლაინის მომხმარებელი დედაქალაქში სწრაფ, ხარისხიან და სტაბილურ ინტერნეტ მომსახურებას მიიღებს. მას შემდეგ რაც თბილისში ეს პროცესი დასრულდება, ის ეტაპობრივად მთელ საქართველოზე გავრცელდება.

რატომ არის DSL მომსახურების საწყისი ტარიფი ასეთი ძვირი?
 
კავკასუს ონლაინის DSL მომსახურება, კავკასუს ლინკისაგან განსხვავებით დამოკი-დებულია სხვა ოპერატორების ინფრასტრუქტურაზე, ტარიფებსა და პროცედურებზე. სამწუხაროდ ოპერატორების ამჟამინდელი ტარიფები ჯერჯერობით არ იძლევა არსებული DSL მომსახურების გაიაფების საშუალებას.

DSL ტექნოლოგიით ჩართვისას რატომ არის სიჩქარე დაბალი?
 
ოპტიკურ–ბოჭკოვანი ტექნოლოგიისგან განსხვავებით, სადაც მონაცემები ლაზერული სხივის მეშვეობით გადაიცემა, DSL ტექნოლოგია გამოიყენება სპილენძის წყვილში მონაცემების სხვადასხვა სიხშირულ ზოლში გადაცემისათვის. სპილენძის, როგორც მასალის სპეციფიკიდან გამოდინარე, ხშირად მონაცემების გადასაცემად საჭირო რესურსები ხმარდება ამ კონკრეტულ წყვილში მონაცემების გადაცემის შეცდომების გასწორებას. მაღალი და სტაბილური სიჩქარის მიღება DSL-ზე შესაძლებელია მხოლოდ იდეალურ პირობებში. ამასთან ერთად, ტექნოლოგია რომელიც საქართველოში გამოიყენება გულისხმობს ასიმეტრიულ ჩართვას; რაც იმას ნიშნავს, რომ სიჩქარე მომხმარებლის მიმართულებით სხვადასხვა, ხოლო მომხმარებლიდან პროვაიდერის მიმართულებით მხოლოდ 1 მეგაბიტით შემოიფარგლება. სწორედ ამის გამო DSL ტექნოლოგიის გამოყენებისას რთულდება ვიდეო ზარის განხორციელება ან დიდი ფაილის გაგზავნა.

რა უპირატესობა აქვს კონკურენტთან მიმართებაში ინტერნეტ თქვენს პაკეტებს?
 
კავკასუს ონლაინის ახალი ინტერნეტ პაკეტები სხვადასხვა კვლევებზე დაყრდნობით და მომხმარებლის ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით შეიქმნა. ზოგადად, კავკასუს ლინკის ნებისმიერი ოპტიკური პაკეტის სიჩქარის და ფასის შეფარდება ყველაზე ოპტიმალურია ქართულ ბაზარზე; „კარგი“ ინტერნეტი იწყება 5 მბ–დან!