ონლაინ დახმარება

დატოვეთ შეტყობინება

+995 32 220 00 00

კომპანია

ისტორია

"კავკასუს ონლაინი" ლიდერი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა საქართველოში. კომპანია ბაზარზე 1998 წელს "კავკასუს ნეთვორქის" სახელით გამოჩნდა, როგორც ერთ-ერთი პირველი ინტერნეტ პროვაიდერი. მოგვიანებით, 2006 წელს "კავკასუს ნეთვორქთან" ორი ძირითადი ინტერნეტ პროვაიდერის - "ჯორჯია ონლაინისა" და "სანეტის" გაერთიანებით სატელეკომუნიკაციო ბაზარზე გაჩნდა ახალი კომპანია – "კავკასუს ონლაინი".

2008 წლიდან კომპანიას შეუერთდა "ტელენეტი", უკაბელო ინტერნეტის ძირითადი პროვაიდერი საქართველოში, რის შემდეგაც კავკასუს ონლაინის პორტფელი კიდევ რამდენიმე პროდუქტით გაიზარდა.

2008 წლიდან "კავკასუს ონლაინი" ვარნა – ფოთის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ერთპიროვნული მფლობელია. კაბელი შავი ზღვის ფსკერზეა განთავსებული და მომხმარებლისათვის მაღალხარისხიანი ოპტიკური ინტერნეტის პირდაპირ ევროპიდან მიწოდებას უზრუნველყოფს.