+995 32 220 00 00

კორპორატიული

კავკასუს ონლაინის პროდუქტებითა და მომსახურებით დღესდღეობით არაერთი საერთაშორისო, სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო კომპანია სარგებლობს.

უახლესი ტექნოლოგიების დანერგვასთან ერთად, კომპანია თითოეულ მომხმარებელს ინდივიდუალურ, მოქნილ პირობებს სთავაზობს. ეს არის მომხმარებელზე ორიენტირებული, ფინანსურად მაქსიმალურად ეფექტური და კომფორტული სრული სატელეკომუნიკაციო მომსახურება.

კავკასუს ონლაინის გუნდს თითოეულ კორპორატიულ მომხმარებელთან  კომპლექსური და ბიზნესზე მაქსიმალურად მორგებული სერვისის უზრუნველყოფის მიზნით ინდივიდუალური მიდგომა აქვს. კორპორატიული დეპარტამენტის გუნდი სწავლობს და აანალიზებს თითოეული მომხმარებლის საჭიროებას და მას ინდივიდუალურ, სპეციალურ შეთავაზებას უმზადებს; კორპორატიული მენეჯერები პირობების გაუმჯობესების და უმოკლეს ვადაში დახმარების აღმოჩენის მიზნით მომხმარებელთან მუდმივად მჭიდრო კავშირში არიან;

კავკასუს ონლაინი კორპორატიულ მომხმარებლებს ინტერნეტის მიწოდების განსხვავებულ  ტექნოლოგიებს  სთავაზობს, ესენია: ინტერნეტ მომსახურება სიმეტრიული ბოჭკოვანი კაბელით,  xDSL ტექნოლოგიით, უკაბელო ინტერნეტ მომსახურება და SDH სერვისი;

კორპორატიული მომხმარებლებისათვის კავკასუს ონლაინის სერვისების სრული ჩამონათვალი იხილეთ აქ:

გლობალურ რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადება

ქსელთან გაფართოებული ურთიერთ ჩართვის ხელშეკრულება