17.07.2011
კავკასუს ონლაინი ინტერნეტის მიწოდების ახალ ტექნოლოგიაზე გადადის, შესაბამისად მომხმარებელს განახლებულ ინტერნეტ პაკეტებსა და IP ტელევიზიას სთავაზობს; FTTB (Fiber To The Building, ანუ ოპტიკა თითოეულ სახლამდე) ტექნოლოგიით თბილისში უკვე დასრულდა მიწისქვეშა ქსელის მოწყობა, მომხმარებლების გადაყვანა ახალ ქსელზე უკვე დაიწყო და ეტაპობრივად დასრულდება უახლოეს მომავალში, შესაბამისად მომხმარებელს უკვე აქვს საშუალება ისარგებლოს, სტაბილური და სწრაფი ინტერნეტით და IP ტელევიზიით, სექტემბრიდან კი ამ პროდუქტებს IP ტელეფონიაც დაემატება; ამდენად, რებრენდინგი (კავკასუს ონლაინი რებრენდინგს კომპანია Branding.ge-სთან ერთად ახორციელებს), რომელიც კომპანიაში რამდენიმე თვის წინ დაიწყო და კვლავ მიმდინარეობს, მოიცავს პროდუქტის თვისობრივ ცვლილებასაც, რაც მის ხარისხზე და სერვისზეც აისახება. ქსელი, რომლის მოწყობაც 9 თვეში დასრულდა უნიკალურია და ამ ტიპის ერთადერთი ქსელია საქართველოში, რაც მომხმარებლებისათვის დაცულობისა და ხარისხის გარანტი იქნება. კავკასუს ონლაინი მომხმარებლებს იმ ახალ პროდუქტებს შესთავაზებს, რომლებიც მაქსიმალურადაა მორგებული მომხმარებლის მოთხოვნაზე ფასისა და პროდუქტის თვალსაზრისით. ახალ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროდუქტები – ინტერნეტის ახალი პაკეტები და აი პი ტელევიზია პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომია ვაკის, დიდუბის და დიღმის მასივის მოსახლეობისათვის.