კომპანია "კავკასუს ონლაინი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინრის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქციები:
- აბონენტის მიერ შეტყობინებული პრობლემის დიაგნოსტიკა და გადაჭრა;
- პრობლემის გადამისამართება შესაბამის განყოფილებაში;
- მომხმარებლის ინფორმირება ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის ვადებზე;
- მონაცემთა ბაზასთან მუშაობა/ცვლილებების შეტანა.
განათლება:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება (ბაკალავრი);
- სამუშაო პროფილთან დაკავშირებული სერტიფიკატი (სასურველია);
- ენების ცოდნა - ინგლისური და რუსული (სასაუბრო დონეზე).
უნარ-ჩვევები:
- პროფესიული დონის უნარები ინფორმაციულ-კომპიუტერულ ტექნოლოგიებში;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- სწრაფი რეაგირების უნარი;
- პრობლემების აღმოჩენისა და ანალიზის უნარი;
- დეტალური ინსტრუქციის შესრულების უნარი.
სხვა მოთხოვნები:
ამ სფეროში 1-დან 2 წლამდე მუშაობის გამოცდილება.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის სამ ეტაპს:
- კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე;
- ტესტირება;
- გასაუბრება.
გთხოვთ, გამოგზავნოთ CV და
სააპლიკაციო ფორმა მისამართზე:
vacancy@co.ge "Subject"-ში აუცილებელია მიუთითოთ
ვაკანსიის სახელწოდება, რომელზეც აგზავნით მონაცემებს.
მხოლოდ CV ან მხოლოდ
სააპლიკაციო ფორმა არ განიხილება.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაო განრიგი: ცვლიანი განრიგი (2 დღე - 09:30-18:00; 2 დღე - 18:00-00:30; ყოველი მე-5 დღე - დასვენება).
მიმაგრებული ფაილი