კომპანია კავკასუს ონლაინი აცხადებს სტაჟირებას ტექნიკოსის (ინსტალატორის) თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქციები:
- ახალი აბონენტების ჩართვა;
- დაზიანებების აღმოფხვრა;
- გაყვანილობების მონტაჟი და დემონტაჟი;
- მონაცემთა ბაზასთან მუშაობა;
- კლიენტთან ურთიერთობა.
განათლება:
- უმაღლესი ტექნიკური (სასურველია);
- კომპიუტერული ქსელების და სისტემების ცოდნა (სასურველია სერტიფიკატი);
- ენების ცოდნა - ინგლისური, რუსული (სასაუბრო დონე).
უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პრობლემების აღმოჩენისა და ანალიზის უნარი;
- სამუშაო დროის მენეჯმენტი;
- პრაქტიკული და თეორიული განათლების მიღების უნარი;
- დეტალური ინსტრუქციის შესრულების უნარი;
- მომხმარებელის მოთხოვნების უზრუნველყოფის უნარი.
სხვა მოთხოვნები:
- სასურველია ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- საკუთარი მანქანის სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენების შესაძლებლობა.
გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და
სააპლიკაციო ფორმა შემდეგ მისამართზე
hr@co.ge; Subject-ში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, რომელზეც აგზავნით მონაცემებს.
მხოლოდ სააპლიკაციო ფორმა ან CV არ განიხილება.
სტაჟირების ადგილი : ქ. თბილისი;
მიმაგრებული ფაილი