+995 32 220 00 00

ვაკანსია

ოპერატორი/სტაჟირება

კომპანია კავკასუს ონლაინი აცხადებს სტაჟირებას მომხმარებელთა სატელეფონო მომსახურების ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.

სტაჟირების ზოგადი აღწერილობა:
 
მომხმარებლისთვის  სატელეფონო–საინფორმაციო მომსახურების გაწევა, ინფორმირება კომპანიის პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ, მათთვის კონსულტაციის გაწევა პროდუქტების და მომსახურების პირობებზე, ვადებზე, ტარიფებზე და სხვა, პროდუქტების შეთავაზება და მომხმარებლისათვის მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა.
 
(იმისათვის რომ კანდიდატი მოხვდეს განსახილველთა სიაში  აუცილებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება)
 
განათლება:
 
  • სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრიატი (ნებისმიერი პროფილით);
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საშუალო სალაპარაკო დონეზე;
  • MS Office პროგრამების ცოდნა, მონაცემთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება.
 
უნარ-ჩვევები: 
 
  • სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაციის უნარი; 
  • გამართულად მეტყველება;
  • ყურადღება დეტალების მიმართ და ანალიზის უნარი;
  • პრობლემის გადაწყვეტის უნარი (საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში);
  • თვითგანვითრების უნარი;
  • დროის მართვა;
  • გუნდური მუშაობა;

სამუშაო გამოცდილება: 
 
1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია მომსახურების სფეროში ან/და სატელეკომუნიკაციო სექტორში.

გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და სააპლიკაციო ფორმა შემდეგ მისამართზე hr@co.ge, Subject-ში აუცილებელია მიუთითოთ  ვაკანსიის სახელწოდება, რომელზეც აგზავნით მონაცემებს. მხოლოდ CV ან მხოლოდ სააპლიკაციო ფორმა არ განიხილება.  

სტჟირების ადგილი: ქ. თბილისი;
სტაჟირების განრიგი: ცვლიანი განრიგი (2დღე 09:30-18:00; 2დღე 18:00-00:30; ყოველი მე-5 დღე დასვენება);
მიმაგრებული ფაილი