ონლაინ დახმარება

დატოვეთ შეტყობინება

+995 32 220 00 00

ვაკანსია

გარე გაყიდვების აგენტი

კომპანია "კავკასუს ონლაინი" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების აგენტის თანამდებობაზე.
 
სამუშაოს ზოგადი აღწერილობა:
 
პოტენციური მომხმარებლის მოზიდვა, პროდუქტების გაყიდვა და მომხმარებლისათვის მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა. კომპანიის პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზება,  კონსულტაციის გაწევა პროდუქტების და მომსახურების პირობებზე, ვადებზე, ტარიფებზე და სხვა.
 
(იმისათვის რომ კანდიდატი მოხვდეს განსახილველთა სიაში  აუცილებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება).
 
განათლება:

  • სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრიატი (ნებისმიერი პროფილით);
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საშუალო სასაუბრო დონეზე;
  • MS Office პროგრამების ცოდნა, მონაცემთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება.
 
უნარ–ჩვევები:
 
  • სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაციის უნარი; 
  • გამართულად მეტყველება;
  • გუნდური მუშაობა.

სამუშაო გამოცდილება: 
 
6 თვიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში.
 
კანდიდატთა შერჩევა:
 
კანდიდატები გაივლიან შერჩევის სამ ეტაპს:
 
1. კანდიდატთა შერჩევა რეზუმეებისა და სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე;
2. გასაუბრება;
3. სტაჟირება (2 კვირა) .

გთხოვთ, გამოგზავნოთ CV და სააპლიკაციო ფორმა მისამართზე: vacancy@co.ge "Subject"-ში აუცილებელია მიუთითოთ  ვაკანსიის სახელწოდება, რომელზეც აგზავნით მონაცემებს. მხოლოდ CV ან მხოლოდ სააპლიკაციო ფორმა არ განიხილება.  

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (+ გამომუშავება)
მიმაგრებული ფაილი