ონლაინ დახმარება

დატოვეთ შეტყობინება

+995 32 220 00 00

კომპანია

კარიერა

„კავკასუს ონლაინის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს პროფესიული კადრების მოზიდვას, დაქირავებას, ადამიანური რესურსების მართვის პროცესების ჩამოყალიბებას, მათ დანერგვას, თანამშრომელთა პროფესიულ და კარიერულ განვითარებას

ადამიანური რესურსების დეპარტამენტი ზრუნავს თანამშრომლების კარიერულ ზრდაზე და აძლევს მათ პროფესიული წინსვლის საშუალებას. ჩვენ ასევე ვთავაზობთ ახალგაზრდა, მოტივირებულ პროფესიონალებს სამუშაო გამოცდილების გაზიარებას და ვიწვევთ სტაჟირებაზე ჩვენს კომპანიაში.

ჩვენ ვთავაზობთ თანამშრომლებს ჰარმონიულ სამუშაო გარემოს, კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, ტრენინგებისა და განვითარების შესაძლებლობას, სხვადასხვა სახის პრივილეგიებს და რაც მთავარია შესაძლებლობას იმუშაონ გუნდური პრინციპით, სადაც ინოვაციური მიდგომა, ახალი იდეები და შემოქმედებითობა კარიერული წარმატების საწინდარს წარმოადგენს.

ჩვენი დევიზია მოვიზიდოთ და შევინარჩუნოთ საუკეთესო კადრები. ჩვენი გამოწვევა და ამბიცია კი საუკეთესო დამქირავებლის პოზიციის შენარჩუნებაა. გვსურს გუნდის თითოეულ წევრში განვამტკიცოთ პრინციპი „ჩემი არჩევანია „კავკასუს ონლაინი!“, „ჩემი რჩეული სამსახურია „კავკასუს ონლაინი!“.

თუ გხიბლავთ საინტერესო კარიერის განვითარება სატელეკომუნიკაციო სექტორში, კერძოდ კი „კავკასუს ონლაინში“, გთხოვთ შეავსოთ განაცხადის ფორმა და გამოგვიგზავნოთ თქვენს რეზიუმესთან (CV) ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე vacancy@co.ge.